საშემსრულებლო ხელოვნება

ბუბა კიკაბიძე თავის “გარდაცვალებაზე” ყალბ ინფორმაციას ეხმიანება

გუშინ რამდენიმე ფეისბუქგვერდმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მომღერალი ბუბა კიკაბიძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მალევე გაირკვა, რომ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან ბუბა კიკაბიძე 80 წლისაა.

მოგვიანებით, საკუთარი “გარდაცვალების ამბავს” თავად სახალხო არტისტიც გამოეხმაურა. მან მარკ ტვენის ცნობილი სიტყვები მოიშველია.

“როგორც დიდი მარკ ტვენი იტყოდა, “ჭორები ჩემს გარდაცვალებაზე მეტისმეტად გადაჭარბებულია”, — წერია პოსტის აღწერაში.

კომენტარები

კომენტარი