ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

მწერალთა სახლი ოფიციალურად გაუქმდა

მწერალთა სახლი გაუქმდა. მწერალათა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, – ამის შესახებ ინფორმაცია მწერალთა სახლის ფეიბუქის გვერდზე გავრცელდა.

ლიტერატურის ეროვნული ფონდის დირექტორად რამდენიმე დღის წინ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ირმა რატიანი დაინიშნა.

გარდა ამისა, გადაიდო ლიტერატურული პრემია “ლიტერას” დაჯილდოების ცერემონია.

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო. განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” და სსიპ “მწერალთა სახლი” ერთიანდება.

აღნიშნულ განცხადებას მწერალთა და გამომცემელთა რიგებიდან პროტესტი მოჰყვა, რადგან მათი აზრით, რეფორმად წოდებული გადაწყვეტილება, სინამდვილეში, ყველაზე წარმატებული სსიპ-ების დაშლას გულისხმობს.

მიხეილ გიორგაძის განცხადებით, „კლასიკური „ფეიკნიუსია“, როდესაც საუბარია რაღაცის დაქცევასა და გაუბედურებაზე და არა იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოჰყვეს სამინისტროს გადაწყვეტილებას. 

მინისტრის მოადგილის თქმით, სსიპ-ების გაერთიანება საკადრო ოპტიმიზაციას არ გულისხმობს.

აღნიშნულ თემაზე ცნობილია ევროკავშირის ექსპერის დასკვნაც.

კომენტარები

კომენტარი