ვიდეოები

რობერტ დე ნირომ, სტივენ კინგმა და სხვებმა ანტირუსულ ვიდეორგოლში მიიღეს მონაწილეობა (ვიდეო)

მსახიობებმა რობერტ დე ნირომ, სოფია ბუშმა, ლოურენს ფიშბორნმა, მარტინ შინმა, მწერალმა სტივენ კინგმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს ანტირუსულ ვიდეორგოლში, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მოსკოვთან გარიგებაში ადანაშაულებს.

ვიდეორგოლში რობერტ დე ნირო ამბობს, რომ 2016 წელს, ამერიკაში არჩევნების დროს, რუსეთის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების დემოკრატიას შეუტია. ვიდეოს სხვა მონაწილეების თქმით, მოსკოვმა ჩაატარა მასობრივი ფარული ოპერაცია, რათა დახმარებოდა ტრამპს, გამხდარიყო აშშ-ის პრეზიდენტი.

ვიდეორგოლში ნახსენებია, აგრეთვე, სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ანგარიში, რომლის მიხედვითაც ტრამპსა და რუსეთს შორის არანაირი გარიგება არ არსებობს. თეთრი სახლის მიერ ბრალდებისთვის საჭირო არგუმენტების არარასებობის მტკიცებას ვიდეორგოლში პროპაგანდას უწოდებენ და ტრამპს სიცრუეში ადანაშაულებენ.

ვიდეორგოლის ბოლოს, ნათქვამია, რომ ტრამპმა ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს, რადგან არავინ დგას კანონზე მაღლა, თუნდაც ის ამერიკის პრეზიდენტის იყოს.

კომენტარები

კომენტარი