საშემსრულებლო ხელოვნება

ნინო ქათამაძე დღეს მოსკოვში კონცერს გამართავს

ცნობილი ქართველი მუსიკოსი ნინო ქა­თა­მა­ძე დღეს მოს­კოვ­ში, ყო­ველ­წლი­ურ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ Усадьба Jazz-ზე იმ­ღე­რებს. ფეს­ტი­ვა­ლი 22-23 ივ­ნისს იმარ­თე­ბა და პირ­ველ დღეს მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლიც გა­მო­ვა.

რუსულმა გამოცემა Ria-მ დღეს, 22 ივნისს დაწერა, რომ ქათამაძის გარდა ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ The Black Eyed Peas, ბრიტანელი მომღერალი ჯეიმი კალუმი და სხვა რუსი მომღერლები.

“არტნიუსი” ცდილობს მომღერალთან დაკავშირებას, თუმცა მცდელობა უშედეგოა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ღია ფეს­ტი­ვა­ლი “Усадьба Jazz” მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლია, რო­მე­ლიც ჯაზ­სა და ფანკს, სო­ულ­სა და ელექტრო­ნულ მუ­სი­კას ეთ­მო­ბა და ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა 2004 წლი­დან. ნინო ქა­თა­მა­ძემ & Insight-მა ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2014 წელ­საც მი­ი­ღეს.

კომენტარები

კომენტარი