კულტურა

რობერტ სტურუა: “ბოროტმა სულმა გაიმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის”

ქართული კინოსა და თეატრის რეჟსორმა, რობერტ სტურუამ, ცოტა ხნის წინ, საკუთარ Facebook გვერდზე თბილისში გამართულ ანტისაოკუპაციო აქციებთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.

“ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის”, – წერს რობერტ სტურუა.

როგორც იცით, 20 ინვისს, საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრად ჩამოყვანის გამო პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. საპროტესტო აქცია მეორე დღესაც გაგრძელდა, მიუხედავდ იმისა, რომ თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ და სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო “ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა. გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ მშვიდობიან აქციაზე მოქალაქეები აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას და მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისში დაწყებულ საპროტესტი ტალღაზე აქტიურად წერს რუსული მედია. რუსულ მედიაპორტალზე РИА Новости ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ “ქართველი და რუსი მსახიობი, რეჟისორი და მოსკოვის თეატრის Et Cetera-ს მთავარი რეჟისორი, რობერტ სტურუა თბილისში გამართულ საპროტერსო აქციებს ეხმაურება და თვლის, რომ საქართველო აღარ არის”.

სტატიაში მიმოხილულია თბილისში განვითარებული მოვლენებები: “რადიკალებმა ჩაშალეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, და სერგეი გავრილოვის გაძევების მოთხოვნით, არეულობა მოაწყვეს… რადიკალებს სურდათ შტურმით აეღოთ პარლამენტი, სადაც რუსული დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ” – ვკითხულობთ პორტალზე.

კომენტარები

კომენტარი