საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ჯულია რობერტსს, კრის ჰემსვორტს, 50 Cent-სა და სხვებს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარკსვლავს გაუხსნიან

რამდენიმე დღის წინ, სპეციალურმა კომიტეტმა დაასახელა იმ მსახიობების, რეჟსორებისა და მომღერლების სახელები, რომლებსაც 2020 წელს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან. ჟიურიმ სულ 35 დამიანი დაასახელა, რომელთა შორისაც აღმოჩნდნენ ჯულია რობერტსი, კრის ჰემსვორტი, ოქტავია სპენსერი, სკანდალური რეჟსორი სპაიკ ლი და ასევე, რეპერი 50 Cent-ი.

“მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ჩვენი ლაურეატები. წელს, ჩვენ მიერ შედგენილი სია აბსოლუტურად უნიკალურია. ჩვენ ვასახელებთ იმ 35 ადამიანის სახელებსა და გვარებს, რომლებმაც ჰოლივუდში თავიანთი სათქმელი თქვეს და მემკვირეობა დატოვეს” – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ჰოლივუდის დიდების ხეივანი ესაა ტროტუარი ჰოლივუდის ბულვარსა და ვაინ-სტრიტის გასწვრივ, რომელიც მდებარეობს ჰოლივუდში, ლოს-ანჯელესში. ის მიჩნეულია გასართობი ინდუსტრიის დიდების დარბაზად. ხეივანი მოჭედილია 2 000-ზე მეტი ხუთქიმიანი ვარსკვლავით, რომლებზეც ამოტვიფრულია არა მხოლოდ სახელგანთქმულ ადამიანთა სახელები, არამედ შეთხზული გმირებისაც, რომლებიც გასართობ ინდუსტრიაში თავიანთი წვლილის გამო აღიარებულნი არიან ჰოლივუდის კომერციული პალატის მიერ. პირველი ვარსკვლავით, რომელიც 1960 წლის 9 თებერვალს გაიხსნა, ჯოან ვუდვარდი დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი