სტილი, დიზაინი

მეგან მარკლი World Fashion Award-ზეა ნომინირებული

სასექსის ჰერცოგინია მოდის ინდუსტრიის პრესტიჟულ დაჯილდოებაზეა ნომინირებული. World Fashion Award-ზე მეგან მარკლი წარდგენილია ნომინაციაზე “მოდის კერპი”.

მეგან მარკლს დასახელებულ ნომინაციაზე კონკურენციას უწევენ ნაომი კემპბელი, ვიქტორია ბექჰემი, ჯენიფერი ლოპესი, კიმ კარდაშიანი, პრიანკა ჩოპრა და ვივიენ ვესტვუდი.

World Fashion Award-ის შედეგები 18 სექტემბერს გახდება ცნობილი. ღონისძიების ოფიციალურ საიტზე კი ხმის მიცემა უკვე დაწყებულია.

World Fashion Award-ი ყოველწლიური პრემიაა, რომლის მიზანი არა მხოლოდ მოდის ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფიგურების გამოვლენა, არამედ, ქველმოქმედებაცაა. ღონისძიების ორგანიზატორები საქველმოქმედო ფონდ Diamonds Children’s Foundation-ს ეხმარებიან, რომელიც მოზამბიკში წყალდიდობებისა და ციკლონის შედეგად დაზარალებული ბავშვებისთვის სკოლებისა და სახცოვრებლების აღდგენას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი