სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

Vetements-მა 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა

20 ივნისს, პარიზში, მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის ფარგლებში, Vetements-მა 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. კოლექციაში წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, ქალის რამდენიმე ლუქიც.

აღსანიშნავია, რომ ჩვენება სწრაფი კვების ობიექტის, McDonald’s-ის შენობაში შედგა, კოლექციის შთაგონება კი ქსელის თანამშრომელთა უნიფორმა გახდა.

ჩვენებაზე მოდელები პოლიციელების, ბაიკერების, გოთების იმიჯით გამოვიდნენ.

როგორც იცით, Vetements-ი ანონიმური დიზაინერების ჯგუფია, რომლებსაც ქართველი დიზაინერი და მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექოტირი დემნა გვასალია ხელმძღვანელობს.

გთავაზობთ ფოტოებს ჩვენებიდან:


კომენტარები

კომენტარი