ვიდეოები კინო

ნახეთ: სერიალ “უცნაური ამბების” ტრეილერი

Netflix-მა სერიალ “უცნაური ამბების” მესამე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ეს სერიალის ფინალური სეზონია.

ცნობილია ისიც, რომ მესამე სეზონში მოქმედება გასული საუკუნის 80-იან წლებში, ამერიკის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ხდება. სერიალის გმირებს მთავარ მონსტრთან მოუწევთ ბრძოლა, რომელიც კაცობრიობის ბედს გადაწყვეტს.

“უცნაური ამბების” მესამე სეზონის პრემიერა Netflix-ზე 4 ივლისს შედგება. მაყურებელი სულ 8 ეპიზოდს იხილავს. აღსანიშნავია, რომ სერიალის ტრეილერმა Youtube-ზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში 450 ათასზე მეტი ნახვა მოაგროვა.

“უცნაური ამბები” ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური საშინელებთა ჟანრის სატელევიზიო სერიალია, რომლის სცენარის ავტორები, რეჟისორები და თანაპროდიუსერები არიან ძმები დაფერები, შოუნ ლევისთან და დენ კოენთან ერთად. 

სერიალის პირველი სეზონის პრემიერა Netflix-ზე 2016 წელს შედგა.

კომენტარები

კომენტარი