ვიზუალური ხელოვნება

Facebook-მა Led Zeppelin-ის ალბომის ფოტო დაბლოკა

ფეისბუქმა ჯგუფ Led Zeppelin-ის 1973 წლის ალბომის – Houses Of The Holy-ის გარეკანის ფოტო დაბლოკა. სოციალურ ქსელში დაიბლოკა ყველა პოსტი, სადაც ოდესმე დადებულა აღნიშნული ფოტო.

გამოცემა Classic Rock-ის ცნობით, სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ფეისბუქ-ექაუნთით: Michelle Kaotic, 2011 წლის 24 თებრვალს, ალბომის იუბილეს აღსანიშნავად, ჯგუფის ფან-გვერდზე ატვირთა აღნიშნული ფოტო. 8 წლის შემდეგ კი ფეისბუქმა პოსტი წაშალა და ალბომის გარეკანის ფოტო სიშიშვლის გამო დაბლოკა.

აღსანიშნავია, რომ დაიბლოკა ჯგუფის ფან-გვერდის ადმინისტრატორთა ექაუნთებიც.

ჯგუფის ალბომის გარეკანის ფოტო დიზაინერმა ობრი პაუელმა 70-იან წლებში შექმნა. ფოტოზე ვხედავთ შიშველ ბავშვებს, რომლებიც ქვებზე ძვრებიან.

ფოტო: loudersound.com

კომენტარები

კომენტარი