ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

Astronomy Photographer of the Year-ის მოკლე სია ცნობილია

გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიამ თავისი ფოტოპრემიის, Insight Investment Astronomy Photographer of the Year-ის შორტ-ლისტი გამოაქვეყნა. ასტროფოტოგარფიის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 90-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა. კონკურსში სულ 4,6 ათასი ფოტო გაიგზავნა, რომელთაგან ჟურიმ საუკეთესოები ამოარჩია.

გამარჯვებულ ფოტოებს რამდენიმე კატეგორიაში გამოავლენენ: “პოლარული ნათება”, “გალაქტიკა”, “ჩვენ მთვარე”, “ჩვენი მზე”, “ადამიანი და კოსმოსი”, “პლანეტები, კომეტები და ასტეროიდები”, “ცის სურათები”. კონკურსში არსებობს, აგრეთვე, ორი სპეციალური პრიზი ახალგაზრდა, 16 წლამდე ფოტოგრაფებისთვის.

Astronomy Photographer of the Year-ის გამარჯვებულები 2019 წლის 12 სექტემბერს გამოვლინდებიან. დაჯილდოების ცერემონია ბრიტანეთის ნაციონალურ საზღვაო მუზეუმში გაიმართება, სადაც, 13 სექტემბერს, წლის საუკეთესო ასტროფოტოების გამოფენა გაიმართება.

OM29130307950_A Titanium Moon © Miguel Claro
7 Road to glory © Nicolai Brügger
S75880305840_Celestial Navigator © Robin Stuart
RS343630302235_The Horsehead and Flame Nebula © Connor Matherne
Helix Nebula NGC 7293
S409720115539_Ageless © Marcin Zajac
10 Catching Light © Jason Perry (7)

კომენტარები

კომენტარი