ვიზუალური ხელოვნება

რევოლვერი, რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა, მოსალოდნელზე 3-ჯერ ძვირად გაიყიდა

BBC-ის ცნობით, პარიზში, აუქციონზე ჰოლანდიელი მხატვრის ვან გოგის თვითმკვლელობის იარაღი € 162,500 გაიყიდა, 

აუქციონის წარმომადგენლების თქმით, რომ რევოლვერი მოსალოდნელზე სამჯერ ძვირად გაიყიდა.

მყიდველი კერძო კოლექციონერია და ნივთის შესყიდვა ტელეფონით მოხდა. 

რევოლვერი 1965 წელს ფერმერმა იპოვა მინდორში, ოვერ-სიურ-ოაზთან ძალიან ახლოს, ესაა ადგილი, სადაც ვან გოგმა სიცოცხლის უკანასკნელი თვეები გაატარა. 1890 წლის 27 ივლისს მხატვარი გავიდა მინდორში, სადაც ჩვეულებრივ გადიოდა ხოლმე დასახატად და მუცელში ტყვია დაიხალა. მიუხედავდ ჭრილობისა, მან შეძლო იმ სასტუმრომდე მისვლა, რომელშიც ცხოვრობდა. მეორე დილით ვან გოგის ძმასთან, თეოსთან, გაგზავნეს ტელეგრამა, რომელშიც ეწერა, რომ მხატვარი სიცოცხლის უკნანასკნელ საათებს ითვლიდა. თეო მაშინვე ჩავიდა და ვან გოგმა უკანასკნელი წუთები ძმასთან ერთად გაატარა.

როგორც მოგვიანებით თეო იხსენებდა, რომ მხატვარს ნამდვილად უნდოდა სიკვდილი და საკუთარ ჭრილობას თვითმკვლელობის მცდელობა უწოდა. სასიკვდილო სარეცელზე ვან გოგის უკანასკნელი სიტყვები იყო: “მწუხარება სამუდამოდ გრძელდება”.

იარაღი, პირველად, 2012 წელს წარუდგინდეს პუბლიკას. 2016 წელს ის გამოფინეს ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში.

კომენტარები

კომენტარი