კულტურა

გრაფოფონზე ამღერებული “სულიკო”

ცნობილი ამერიკელი მეცნიერი თომას ედისონი არაერთ მნიშვნელოვან გამოგონებასთან ერთად, გრაფოფონის გამოგონებითაცაა ცნობილი. ედისონმა ის 1877 წელს გამოიგონა. ბგერა ცვილის ლილვზე სპეციალური ნემსით იწერებოდა, ნემსით დატოვებული მიკრო ნაკაწრები კი  ხმას ინახავდა.

საქართველოს ეროვნული არქივის განცხადებით, ედისონის ცვილის 56  ლილვი საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. ლილვაკზე შემონახული ერთ-ერთი ადრინდელი ხმოვანი ჩანაწერი ვარინკა წერეთლის მიერ შესრულებული „სულიკოა“.

რამდენიმე წლის ჩანაწერი გაციფრულდა გერმანელი სპეციალისტების დახმარებით და დღეს საქართველოს ეროვნული არქივის ფონდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი