ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

“ბათუმი PhotoDays 2019” 30 აგვისტოს გაიხსნება

ბათუმში ,,ბათუმი ფოტოდღეები” იხსნება. მთავარი გამოფენა გარე სივრცეში 30 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

განცხადებების მიღება მთავარ გამოფენაში “Mirror Land” უკვე დაიწყო და 10 ივლისამდე გრძელდება.

2019 წლის „ბათუმის ფოტოდღეები”-ის თემაა Mirror Land, სარკისებრი სამყარო. იგი იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ რეალობას ეხმიანება, რაშიც ადამიანებს დღევანდელ სამყაროში უწევთ ცხოვრება და რაც სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებით არის გამოწვეული და მხარდაჭერილია მედია წყაროების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით.

“გამოფენა მიზნად ისახავს, ასახოს ხელოვანების პირადი გამოცდილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასახოს მათ ქვეყნებში არსებული პრობლემები რომლებიც ეხმიანებიან ფოტოდღეების მთავარ კონცეფციას – წარმოაჩინოს უსამართლო და ყალბი რეალობა, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება, გაგვიზიაროს მნიშვნელოვანი ისტორიები, რომელიც ჩაგვაფიქრებს იმაზე თუ რატომ ვართ აქ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო უკეთეს ადგილად გაქციოთ. “- ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი