სტილი, დიზაინი

კიმ კარდაშიანს თეთრ სახლში VETEMENTS-ი ეცვა

სომხური წარმოშობის ამერიკელ მეგავარსკვლავს, კიმ კარდაშიანს თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვიზიტისას ქართველი დიზაინერის ბრენდის VETEMENTS-ის კოსტიუმი და შარვალი ეცვა.

კიმ კარდაშიანის ვიზიტი ამერიკაში სასჯელაღსრულების დაწესებულების რეფორმას შეეხობდა.

“დღეს, პატივი მხვდა წილად განმეცხადებინა, რომ ადმინისტრაცია და საჯარო სექტორი ყველაფერს აკეთებს ამ კაცებისა და ქალებისთვის შესაძლებლობების შესაქმენლად და დასახმარებლად” – წერს კიმი ტვიტერზე.

გამოცემა Newsweek-ის ცნობით, ვეტმანის ტანსაცმელი, ჰერმესის ჩანთა და აქსესუარები, რომელიც კიმს ეკეთა, ჯამში, 72 ათასი დოლარის ღირებულებისაა, საიდანაც ზედა 925 დოლარი ღირს, შარვალი კი 1,210.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე რეალითი შოუს ვარსკვლავის ვიზიტი პირველი არ იყო. გასულ წელს იგი პრეზიდენტს 63 წლის ბებიის შეწყალებას სთხოვდა, რომელიც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა.

კომენტარები

კომენტარი