კინო

ყველა დროის 18 საუკეთესო ფილოსოფიური ფილმი

სულ რომ ვერ აანალიზებდნენ ფილმის შემქმნელები ხელოვნების ფორმას, ისინი ხშირად იყენებენ ვიზუალურ ინტუიციას ამბის გადმოსაცემად. ფილმის იდეა მაყურებელთან ყოველთვის ვიზუალური ინტუიციით მიდის და სწორედ ესაა წარმატებული ფილმის საიდუმლო: მეტი ვიზუალური ინტუიცია და ნაკლები ქადაგება.

ყველა გენიალური რეჟისორი იყენებს ვიზუალურ ინტუიციას, რომელიც დაშიფრულია სიმბოლური ამბის თხრობასა და ჭკვიანურ დიალოგებში. ქვემოთ, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, მოცემულია ფილმები, რომლებშიც ფილოსოფიური მესიჯი დევს მაყურებლისთვის.

1. თოკი – Rope

ბრენდონი და ფილიპი თვლიან, რომ ზოგიერთ ადამიანს არა აქვს სიცოცხლის უფლება და კლავენ თავიანთ მეგობარს – დევიდს.

2. წყარო – The Fountainhead

ეს ფილმი რენდსის ნოველის მიხედვითაა გადაღებული – გენიალური დიალოგებით, პოლიტიკის, ეთიკის, არქიტექტურის უმთავრესი პრინციპების შესახებ. ინდივიდუალისტი კოლექტივის წინააღმდეგ. თანამედროვე სტანდარტებთან მორგება, თუ წინააღმდეგობა?

3. მეშვიდე ბეჭედი – The Seventh Seal

XIV საუკუნის შუა პერიოდი. გმირი ანტონიუს ბლოკი და მისი მეჭურჭლეთუხუცესი 10 წლის შემდეგ ჯვაროსნული ლაშქრობებიდან ბრუნდებიან. ანტონიუსი დაღალა ცხოვრებამ და საიმედოს ვერაფერს ხედავს, რისი გულისთვისაც სიცოცხლის გაგრძელება ღირს. მაგრამ მანამდე იგი გადაწყვეტს, გაარკვიოს არსებობს თუ არა ღმერთი.

4. ტკბილი ცხოვრება – La Dolce Vita

ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 50–იანი წლების მიწურულს რომის “ღვთაებრივ კომედიას” ადევნებს თვალყურს. ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.

5. ჩემი ღამე მოდთან – My Night at Maud’s

თუ თქვენ უცოლო ხართ და დიდი ხანია სახლიდან მოშორებით ცხოვრობთ, მაშინ სახლში დაბრუნებულს შეიძლება დაოჯახების შანსი გაგიჩნდეთ. ჩვენი ფილმის გმირსაც ასე დაემართა. კვირა დღეს ის ეკლესიაში ქერა გოგონას ხვდება, რომელშიც დანახვისთანავე მომავალ მეუღლეს ხედავს.

6. სიყვარული და სიკვდილი – Love and Death

ფილოსოფია, პოლიტიკა, ომი და მშვიდობა ირონიისა და უსასრულო იუმორის ფონზე …ვუდი ალენის გმირი ბორისი,მე-19 საუკუნის მამაკაცი,მთელი ფილმის განმავლობაში , თავის ნათესავ გოგონას სონიას მაღალ მატერიებზე ‘ინტელიგენტურად ესაუბრება…

7. იქ ყოფნა – Being There

ჩენსი ერთი ჩვეულებრივი მებაღეა, რომელმაც მთელი ცხოვრება მოხუცი მეპატრონის სახლში გაატარა. მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ ის ქუჩაში რჩება და არაფერი იცის გარე სამყაროს შესახებ, გარდა იმისა, რაც ტელევიზორში უნახავს.

8. ვახშამი ანდრესთან – My Dinner with Andre

ორი ძველი მეგობარი ერთმანეთს სადილზე ხვდება. ერთ–ერთი თავისი ცხოვრებიდან სახუმარო ამბებს და ანეკდოტებს უყვება,  მეორე კი მოყოლილ ამბებზე უფრო და უფრო ამჩნევს მათ შორის მსოფლმხედველობრივ კონტრასტს.

9. დანის პირზე მორბენალი – Blade Runner

2019 წლის ლოს-ანჯელესში, პენსიაზე გასულ რიკ დეკარდს გამოიწვევევენ, რომ დედამიწაზე გამოგზავნილ უცხო არსებებს მიაგნოს. ისინი მათ შემქმნელს ეძებენ, რომ სიცოცხლე გაუხანგძლივოს.

10. ბარტონ ფინკი – Barton Fink

ნიუ-იორკელი ინტელექტუალი მწერალი ბარტონ ფინკი ჩადის ჰოლივუდში სცენარისტად სამუშაოდ. მას მალე უფორმებენ ხელშეკრულებას, მაგრამ დაკვეთით მუშაობა არ გამოსდის.

11. დამოკიდებულება – The Addiction

ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტს თავს დაესხმევა ვამპირი ქალი, პირდაპირ ქუჩაში. ამის შემგეგ, მის ორგანიზმში და გონებაში ცვლილებები დაიწყება… მაგრამ საინტერესო ის არის, რომ გოგონას ინტელექტუალური პოტენციალი მხოლოდ იზრდება, ახალი შესაძლებლობები საშუალებას აძლევენ მას დისერტაცია დაიცვას, თუმცა დესერტაციის დაცვის გამო გამართული წვეულება სისხლიან სასაკლაოდ იქცევა.

12. თრუმანის შოუ – The Truman Show

24 საათიანი სატელევიზიო შოუს მთავარი გმირის, თრუმენ ბურბანკის ცხოვრება ყველა კუთხით არის გაშუქებული, რის შესახებ თავად არც არაფერი იცის. მთელი მისი ცხოვრება დაუსრულებელი საპნის ოპერაა, მსოფლიოსთვის გასართობი საპნის ოპერა. ყველა მის გარშემო, ცოლის და საუკეთესო მეგობრის ჩათვლით მხოლოდ დაქირავებული მსახიობები არიან.

13. მატრიცა – The Matrix

თომას ა.ანდერსონი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. დღისით ის კომპიუტერის პროგრამისტია, ღამით კი ჰაკერი სახელად ნეო. ის გაიცნობს მორფეუსს, ლეგენდარულ ჰაკერს, რომელიც მას შოკის მომგვრელ სიმართლეს გაუმხელს ჩვენს რეალობაზე.

14. გახსოვდეს – Memento

თავის ტრამვის შემდეგ ლეონარდ შელბის დროებით მეხსირებაა აქვს დაკარგული. ის მისი მეუღლის მკვლელს ეძებს. თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ის პოლაროიდით ადამიანებს და ადგილებს ფოტოებს უღებს და საკუთარ სხეულზე სვირინგსაც კი გაიკეთებს, რომ მნიშვნელოვანი რამ დაიმახსოვროს.

15. სიცოცხლის გამოღვიძება – Waking Life

ფილმი თავიდან ბოლომდე გარდასახვის გამაოგნებელი ჯაჭვია. პარადოქსების კალეიდოსკოპი. სისტემატიურად ცვალებადი სამყარო. მოგზაურობა რეალურიდან სიზმარში და უკან. ის სავსეა მუდმივი კითხვებით და მოულოდნელი პასუხებით. აქ ყოველი ნაბიჯი ახალ გამოცანებს წარმოშობს. ეს სამყარო შეიძლება იყოს ოცნება, შეიძლება რეალობა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ის მშვენიერია.

16. გულთამპყრობელი – I Heart Huckabees

ჯეფების საოჯახო წყვილმა გადაწყვიტა დეტექტივები გამხდარიყვნენ პირადი ემოციური პრობლემების მოგვარების სფეროში. მათი პირველი კლიენტი – ალბერტ მარკოვსკია, რომელსაც ცნობილ საბითუმო ქსელში მომავალი კარიერის შიშები სტანჯავენ. გამოძიების პროცესში ჯეფები ეცნობიან ალბერტის ახლობლებს და ხვდებიან, რომ მათ ყველას მათი დახმარება ესაჭიროებათ.

17. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება – Eternal Sunshine of the Spotless Mind

რა მოხდება თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას? ჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას.

18. შადრევანი – The Fountain

ათასი წლის გავლით და სამი პარალელური ისტორიით, ეს არის ამბავი სიყვარულზე, სიკვდილზე, სულიერებაზე და ჩვენი არსებობის ამაოებაზე ამ ქვეყნად.

კომენტარები

კომენტარი