შემოქმედებითი ინდუსტრიები

წელს, Emmy-ს დაჯილდოების ცერემონიალს წამყვანი არ ეყოლება

ამერიკული სატელევიზიო პრემიის, “ემის” დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიალს, შესაძლოა, წამყვანი არ ჰყავდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს, იმაზე დაყრდნობით, რომ დაჯილდოებამდე სულ რაღაც ერთი თვეა დარჩენილი და ამ დრომდე წამყვანის ვინაობა ცნობილი არაა.

პრემიის ლაურეატები 16 ივლისს გამოვლინდებიან. ვარაუდობენ, რომ “ემის” ჯილდოს, წელს, სერიალი “სამეფო კარის თამაშები, “დიდი აფეთქების თეორია” და “ბროდ სიტი” მიიღებენ.

“ემის” პირველი ჯილდო 1949 წლის 25 იანვარს, ჰოლივუდის სპორტულ კლუბში გაიცა. პრემია “ოსკარის” სატელევიზიო ეკვივალენტად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი