კინო სტილი, დიზაინი

Nike სერიალ “უცნაურ ამბებს” კოლექციას მიუძღვნის

Nike-მა სერიალის “უცნაური ამბები” მოტივებზე კოლექციის შექმნა დააანონსა. კოლექციაში წარმოდგენილი იქნება Nike-ს ბოტასების შემდეგი მოდელები: Classic Cortez-ი, Blazer Mid-ი და Air Tailwind 79, რომლებიც სერიალში არსებული სიმბოლოებითა და ლოგოებით იქნება გაფორმებული. კოლექციაში შევა, აგრეთვე, სპორტული შარვლები, კეპები, ჰუდები, ვეფხვის გამოსახულებითა და ჰოუკინზის სკოლის ლოგოტიპებით, რომელშიც სერიალის მთავარი გმირები სწავლობენ.

კოლექციის ნაწილი Nike-ს ოფიციალურ საიტზე 27 ივნისიდან გაიყიდება, ნაწილი კი პირველი ივლისისდან.

შეგახსენებთ, რომ კოლექცია სერიალის “უცნაური ამბები” მესამე სეზონის გამოსვლასთან დაკავშირებით იქმნება. ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური საშინელებთა ჟანრის სატელევიზიო სერიალის მესამე სეზონის პრემიერა 2019 წლის 4 ივლისს შედგება.

Nike stranger things-ის სურათის შედეგი

კომენტარები

კომენტარი