შემოქმედებითი ინდუსტრიები

გოგენის პირველი ნახატი აუქციონზე 80 ათას ევროდ გაიყიდა

ფრანგი ფერმწერის, პოლ გოგენის პირველი ნახატი საფრანგეთში გამართულ აუქციონზე 80 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ ფრანგული ინტერნეტ პორტალი Agence France-Presse წერს.

გამოცემის ცნობით, გოგენის ნახატის “შვეიცარული შალე ლუარის სანაპიროზე” მფლობელი შვეიცარიაში მცხოვრები ფრანგი მეწარმე გახდა. მისი სახელი ანონიმურად დარჩა. ცნობილია ის, რომ მან აუქციონში მონაწილეობა ტელეფონით მიიღო.

ნახატის საწყისი ფასი 50 ათასი ევრო იყო. მასზე გამოსახულია ოთხსართულიანი სახლი, რომელიც ორლეანში, ლუარის ნაპირზე დგას. ნახატს გოგენის ხელმოწერა და შექმნის თარიღიც ახლავს. მხატვარს ის 1865 წლის 2 ივლისს დაუხატავს, 17 წლის ასაკში.

ამ დროისთვის, აღნიშნული ნახატი გოგენის ცნობილი ტილოებიდან ყველაზე ადრეულ ნამუშევრად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი