ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

Black Eyes Peas-ი საქართველოში გამართული კონცერტიდან ვიდეოს აქვეყნებს

ამერიკული ჯგუფი Black Eyed Peas-ი Black Sea Arena-ზე გამართული კონცერტიდან საკუთარ ფეისბუქგვერდზე ნაწყვეტს აქვეყნებს, საიდანაც ჩანს, რომ კონცერტი ინტერაქციული იყო.

ვიდეორგოლით ჯგუფი საქართველოს მადლობას უხდის.

საქართველოში ტურისთვის ჯგუფმა, ძველ ჰიტებთან ერთად, რეპერტუარში არაერთი ახალი სიმღერა შეიტანა.

ჯგუფი საქართველოში ზღვისპირა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, ღამის კლუბებში წასვლას, ქართული მუსიკის მოსმენასა და ქართული სამზარეულოს დაგემოვნებას გეგმავენ

„Black Eyed Peas („ბლექ აიდ ფის“) „გრემის“ 6 ჯილდოს მფლობელი ამერიკული მუსიკალური პროექტია, რომელიც სამი არტისტისგან, will.i.am, apl.de.ap და Taboo-სგან შედგება. 

ჯგუფმა მოღვაწეობა 90-იანი წლების მიწურულს დაიწყო. 1998 წელს ჯგუფის სადებიუტო ალბომი Behind the Front გამოიცა, რომელსაც 2 წლის შემდეგ Bridging the Gap მოჰყვა. 

მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ ჩანაწერებით კრიტიკოსების ქება დაიმსახურეს, საერთაშორისო წარმატების მომტანი მაინც 2003 წელს გავრცელებული Elephunk გახდა, რომელშიც Black Eyed Peas-ის ისეთი ჰიტები შევიდა, როგორებიცა „Where Is the Love?”, „Shut Up” და „Let’s Get It Started”. 

2009 წელს გამოსულმა ალბომმა The E.N.D. კიდევ ერთხელ გამოკვეთა,- ჯგუფი თავის მუსიკალურ სივრცეს უფრო მეტად აფართოვებდა. “Boom Boom Pow”, “I Gotta Feeling”, “Imma Be”

The Black Eyed Peas-ს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 75 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

კომენტარები

კომენტარი