კინო

რეჟისორი ლევან აკინი 25 საუკეთესო LGBT რეჟისორს შორის დაასახელეს

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი ლევან აკინი IndieWire-მა 25 საუკეთესო LGBT რეჟისორს შორის დაასახელა.

სიაში ის რეჟისორების სახელებსა და გავრებს შევხვდებით, რომლებმაც ბოლო წლებში ფილმები ლგბტ თემატიკაზე შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ ლევან აკინის ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ქართველი რეჟისორის დრამა ისეთი რეჟისორების ფილმებს უსწრებს, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, კენ ლოუჩი და სხვები.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ WMagazine-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალზე წარდგენილი ფილმების საუკეთესო მსახიობების სია გამოაქვეყნა, სადაც ისეთი სახეების გვერდით, როგორებიც არიან, რობერტ პატისონი, უილიამ დეფო, ბილ მიურეი და სხვები, ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა. 

მეტიც, “შვიდი საუკეთესო ფილმი კანის 51-ე დაჯილდოებიდან” – ასე ჰქვია ბრიტანული ჟურნალის Little White Lies მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ლევან აკინის ფილმი საუკეთესოთა შორის მეორე ადგილზეა დასახელებული.

ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც “მოცეკვავეს ამბიციური მეტოქე, ირაკლი შეუყვარდება.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა.

კომენტარები

კომენტარი