ვიდეოები კინო

ვიდეო, რომელშიც ჯონ სნოუ GOT-ის ბოლო სეზონის დაწვის ინიციატივით გამოდის

სერიალ “სამეფო კარის თამაშების” ფანებმა ინტერნეტში გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც სერიალის გმირი, ჯონ სნოუ, ფინალური სეზონის გამო ბოდიშს იხდის.

სერიალის ფანებმა დაამონტაჟეს “სამეფო კარის თამაშების” ის ეპიზოდი, რომელშიც ჯონ სნოუ სამგლოვიარო ცერემონიაზე სიტყვით გამოდის მანამ, სანამ მკვდართა არმიასთან ბრძოლაში დაღუპული გმირების სხეულებს დაწვავენ.

ვიდეოში ჯონ სნოუ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ხალხს ასეთი ფინალური სეზონისთვის დააკარგინეს დრო. ბოდიშს იხდის, აგრეთვე, მერვე სეზონში გაპარული შეცდომების გამო, ისეთების, როგორიცაა დეინერისის “სტარბაქსის” ჭიქა. შემდეგ ჩანს კადრი, რომელშიც დეინერისი, არია სტარკი და სხვები ცეცხლს უკიდებენ მკვდართა არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და ამ დროს ისმის ჯონ სნოუს ხმა, რომელიც მერვე სეზონის დაწვის ინიციატივით გამოდის. ფანების მიერ გაკეთებულ ვიდეოში დეინერისი მერვე სეზონის სცენარს წვავს.

“მოდით, დავწვათ მერვე სეზონი და სამუდამოდ დავივიწყოთ” – ამბობს ჯონ სნოუ ვიდეოში.

კომენტარები

კომენტარი