საშემსრულებლო ხელოვნება

Forbes-მა ყველაზე მდიდარი რეპერების რეიტინგი გამოაქვეყნა

Forbes-მა თავის ოფიციალურ საიტზე ყველაზე მდიდარი რეპერების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის მიხედვით, Jay-Z (შონ კარტერი) მსოფლიოში ყველაზე მდიდარი რეპერია. Forbes-ი მანამდეც წერდა, რომ რეპერის ქონება 1 მილიარდს მოიცავდა და თუ გავითვალისწინებთ მისი მეუღლის, ბიონსეს ქონებას, მათ ერთობლივ ანგარიშზე 1,4 მილიარდი აშშ დოლარია.

რეიტინგში მეორე ადგილზეა Dr. Dre, 800 მილიონი აშშ დოლარის ქონებით. აღსანიშნავია, რომ ის 2018 წლის მარტამდე მსოფლიოს ყველაზე მდიდარ რეპერდ ითვლებოდა.

უმდიდრესი რეპერების სამეულს ხურავს P. Diddy, 740 მილიონი აშშ დოლარით. მეოთხე ადგილზეა ამერიკელი რეპერი კანიე უესტი, რომლის ქონებაც 240 მილიონ აშშ დოლარს მოიცავს. მეხუთე ადგილს კი კანადელი შემსრულებელი დრეიკი იკავებს, რომლის ქონებაც 150 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი