ვიზუალური ხელოვნება საშემსრულებლო ხელოვნება

ჩერნობილის ატომური ელექსტროსადგურის კედლის ნახატისთვის ჩატარებული კონკურსის შედეგები

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ოფიციალურ საიტზე გამოვლინდა გამარჯვებული, რომლის ნახატიც სადგურის ერთ-ერთ კედელზე განთავსდება.

ნამუშევარი, სახელწოდებით “მზერა მომავალში” ვალერი კორნუშოვს ეკუთვნის. მასზე გამოსახულია მინდორი, ცხენები და ხელი, რომელსაც, სიმბოლურად, ატომი უჭირავს.

გამარჯვებული დაჯილდოვდება ორდღიანი ექსკურსიით ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურში და აგრეთვე, ფულადი ჯილდოთი, 5ათასი გრივნის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ მაისში, ატომური ელექტროსადგურის საიტმა გამოაქვეყნა 24 ესკიზი და მათ შორის საუკეთესოს არჩევა ინტერნეტ მომხარებლებს მიანდო.

გთავაზობთ ესკიზებს, რომლებმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურეს, როგორც ჟურისგან, ასევე, ინტერნეტ მომხმარებლებისგან.

Мурал ЧАЭС 2
ანასტასია ხუდიაკოვა, “ცხოვრება გრძელდება”
Мурал ЧАЭС 3
ნიკოლაი ტრიპოლსკი, “The planet is fine”
Мурал ЧАЭС 4
იაროსლავ შაფინსკი, უსახელო ფოტო
Мурал ЧАЭС 5
იაროსლავ ლეონეცი, “სამყარო ჩვენ გარშემო”
Мурал ЧАЭС 6
ბორის ნოვიცკი, “ატომური ელექრტოსადგური გუშინ, დღეს, ხვალ”
Мурал ЧАЭС 8
სერგეი დულევიჩი, “ატომის სუნთქვა”
Мурал ЧАЭС 9
აინა კორნეევა, “ცხოვრების დიდი ისტორია”
Мурал ЧАЭС 10
ლესია გუძი, “საოჯახო პორტრეტი”

კომენტარები

კომენტარი