საშემსრულებლო ხელოვნება

ნიკ ქეივმა ფანს, რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდიდა, გამოუქვეყნებელი სიმღერის ტექსტი აჩუქა

ავსტრალიელი საკულტო მომღერალი ნიკ ქეივი ფანის წერილს გამოეხმაურა და თხოვნაც შეუსრულა. ნიკ ქეივის საიტზე The Red Hand Files, რომელსაც მომღერალი ფანებთან ურთიერთობისთვის იყენებს, გამოჩდა წერილი გულშემატკივრისგან, რომელიც წუხდა იმაზე, რომ შემოქმედებით კრიზს განიცდიდა. “ვწერ სიმღერებს. ახლა სერიოზული კრიზისი მაქვს. იქნებ გქონდეთ რაიმე ტექსტი, რომელსაც გამოვიყენებდი და ძალიან დამეხმარებოდა” – წერდა მუსიკოსის ფანი.

“რა თქმა უნდა, აი შენ ტექსტი” დაწერა ნიკ ქეივმა და ატვირთა თავისი გამოუქვეყნებელი სიმღერის, Incinerator Man-ის ტექსტი. მომღერალმა რამდენიმე რჩევაც მისცა ფანს და უთხრა, რომ, რეალურად, მისი მიცემული ტექსტიც ვერ დაეხმარებოდა მას შემოქმედებითი კრიზისის დაძლევაში.

“ჩემი რჩევა იქნება, შეცვალო დამოკიდებულება სიმღერების დაწერის მიმართ. შენ არ ხარ შენი სიმღერების “დიდებული შემოქმედი”, შენ მათი მსახური ხარ და ისინი მოვლენ შენთან, როცა ადეკვატურად მოამზადებ საკუთარ თავს მათ მისაღებად” – დაწერა ნიკ ქეივმა. საბოლოოდ, მომღერალმა ფანს ურჩია, გადაეგდო მის მიერ მიცემული ტექსტი და დაეწერა საკუთარი. “თუ შენ არ დაწერ, ვიღაც სხვა დასწერს. გინდა ეს? თუ არა, მაშინ განაგრძე მუშაობა”- თქვა მომღერალმა.

კომენტარები

კომენტარი