საშემსრულებლო ხელოვნება

Kayakata ახალ კომპოზიციას Fabio Cannavaro-ს აქვეყნებს

არტჯგუფმა LTFR პოპულარული ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, KayaKata-ს ახალი კომპოზიცია Fabio Cannavaro გამოაქვეყნა.

Fabio Cannavaro ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელია ფაბიო კანავაროს სახელი დაარქვეს.

ახალ ტრეკში კოლექტივის კიდევ ერთი წევრი TurboHikari და რეპერი ამიკო ნინუა, იგივე MC Cutkill მონაწილეობენ.

სიმღერის პროდიუსერი ნიკოლოზ საბანაძეა, არტვორკი კი გიორგი კვეზერელს (TurboHikari) ეკუთვნის.

Kayakata ურბანული თემატიკით გაჯერებული ტექსტების სინთეზით ქმნის მუსიკას.

პროექტი მაქსიმე მაჩაიძეს და ზურა ჯიშკარიანს ეკუთვნით. ეს მათი პირველი ნამუშევარი არ არის. სხვადასხვა დროს მუსიკის მოყვარულებს ისინი “Kung Fu Junkie”-ის, “ზურმუხტისფერი ბედის ორდენისა” და სხვა ჯგუფების შემადგენლობებიდან ახსოვთ.

კომენტარები

კომენტარი