ვიდეოები კინო საშემსრულებლო ხელოვნება

Netflix-მა შავი სარკის საუნდტრეკისთვის გადაღებული კლიპი გამოაქვეყნა

როგორც იცით, სერიალ “შავი სარკის” მეხუთე სეზონი უკვე გამოვიდა და მაყურებლისა და კრიტიკოსების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ჩარლი ბრუკერის პროექტი, რომელიც ტექნოლოგიების უკონტროლო განვითარების საშინელ შედეგებზე მოგვითხრობს, მაყურებელმა 5 ივნისს იხილა.

მეხუთე სეზონი სულ სამი სერიისგან შედგება, ისევე როგორც, სერიალის პირველი სეზონი. ერთი სერია გვიყვება ადამიანების სოციალური ქსელებითა და ზოგადად, ინტერნეტით გატაცების შესახებ, მეორე სერია ეხება თანამედროვე პოპ-ვარსკვლავის ცხოვრებას და მესამე სერია მოგვითხრობს ადამიანურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში.

სერიებში მთავარი როლები ენდრიუ სკოტმა, ენტონი მაკიმ და მომღერალმა მაილი საირუსმა შეასრულეს.

ახლახან, Netflix-მა მაილი საირუსის იმ სიმღერის ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელიც სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდის საუნდტრეკია.

კომენტარები

კომენტარი