საშემსრულებლო ხელოვნება

Metallica-ს წევრებმა 13 წლის ბიჭს ოცნება აუსრულეს და სცენაზე აიყვანეს

ამერიკული მეტალ-ჯგუფის Metallica- წევრებმა, 13 წლის ივან ადამსონს დაბადების დღეზე ოცნება აუსრულეს.

მათ, როდესაც თავიანთი ცნობილი კომპოზიციის Seek and Destroy-ის დაკვრას აპირებდნენ, ახალგაზრდა ფანი იოჰან კრუიფის სახელობის სცენაზე აიყვანეს.

მეტალ-ჯგუფმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე კონცერტის ნაწყვეტი უკვე გამოაქვეყნა, სადაც ივანი დრამზე Metallica-ს ცნობილ ჰიტს ასრულებს.

გარდა ამისა, ივანი სოციალურ ქსელში საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

“სიტყვები არ მყოფნის, მე დრამი 68 ათასი ადამიანის წინაშე ჩემს საყვარელ ჯგუფთან ერთად დავუკარი. ეს ჩემი დაბადების დღე იყო” – წერს ტვიტერზე ადამსონი.

კომენტარები

კომენტარი