ვიდეოები კინო

“შურისმაძიებლების” თამაშის ტრეილერი გამოქვეყნდა

“შურისმაძიებლები” – ფილმი, რომელშიც Marvel-ის კომიქსების თითქმის ყველა გმირი ერთიანდება სამყაროს გადასარჩენად, დასრულდა. ცოტა ხნის წინ გამოვიდა მისი ფინალური ნაწილი, რომელშიც შურისმაძიებლებმა, საბოლოოდ, გაიმარჯვეს, თუმცა ამ გამარჯვებისთვის დიდი მსხვერპლის გაღება მოუწიათ.

სულ მალე ფილმის ფანებს კვლავ ექნებათ Marvel-ის კინოსამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობა. ისინი საყვარელ გმირებთან ერთად აღმოჩნდებიან მოვლენების ეპიცენტრში. ახლახან, გავრცელდა შურისმაძიებლებზე შექმნილი თამაშის ტრეილერი, რომელიც 2020 წლის 15 მაისს გამოვა.

ვიდეოთამაშის სიუჟეტი შურისმაძიებლების ახალი, მაღალტექნოლოგიური ბაზის საზეიმო გახსნით იწყება, რომელიც სან-ფრანცისკოს ხიდზე, “ოქროს კარიბჭეზე” განხორციელებული შეტაკების შედეგად იშლება. შეტაკების დროს შურისმაძიებლების ექსპერიმენტული ხომალდი იმსხვრევა და ვარდება, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვება. ტრაგედიაში შურისმაძიებლებს ადანაშაულებენ და მათი გუნდიც იშლება. ხუთი წლის შემდეგ, როცა სამყარო ახალი, უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, კვლავ დგება შურისმაძიებლების ერთად შეკრებისა და ბრძოლოს დრო.

კომენტარები

კომენტარი