არქიტექტურა, არქეოლოგია

ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ მუზეუმს ექსპონატებს გადასცემს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ახალი გადაწყვეტილებით,  სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იშვიათ სამუზეუმო ექსპონატებს ეროვნულ მუზეუმს  პერიოდულად, სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.

ექსპონატები საკმაოდ საინტერესოა როგორც მხატვრული თვალსაზრისით, ისე სამეცნიერო და საექსპოზიციო მნიშვნელობით.

მუზეუმს უკვე გადაეცა მესამე რაიხის პერიოდის გერმანული დაშნა, მე-17 საუკუნის ინდური ხმალი „ტალვარი“, გერმანული  მედალი, ბრინჯაოს ორდენი და მონეტა.  აგრეთვე  გერმანული წარმოშობის რკინის ჯვარი და კიდევ სხვა არაერთი ისტორიული ექსპონატი.

აღნიშნული ექსპონატები ეროვნული მუზეუმის ფონდებისთვის სრულიად ახალია და მათი ხილვა მსურველებს მუზეუმში უკვე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი