კინო

ცნობილია, როდის გაიმართება ოსკარის დაჯილდოება

ამერიკულმა კინოაკადემიამ გამოაცხადა შემდეგი სამი ოსკარის ცერემონიალის თარიღი.

შემდეგი, 92-ე ცერმონია 2020 წლის 9 თებერვალს, ანუ საკმაოდ ადრე ჩაივლის. 2021 წელს 28 თებერვალს, ხოლო 2022 წელს – 27 თებერვალს. 

ასეთი გადაწყვეტილები მიიღეს იმისთვის, რომ დაჯილდოება 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებს არ დამთხვეოდა.

13 იანვარს აკადემია გამოაცხადებს ნომინანტებს, ხოლო საბოლოო კენჭისყრა მოხდება 30 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით.

„ოსკარების“ 93-ე ცერემონია 2021 წლის თებერვალში გაიმართება. 94-ე კი 2022 წლის 27 თებერვალს. 

გამოცემის ცბობით, ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ ნომინაციაში მონაწილეობა არ აკრძალა Netflix-ის ფილმებისთვის.  

ლოს-ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში „ოსკარის“ 91-ე ცერემონია 25 თებერვალს გაიმართა. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა „მწვანე წიგნი“.

კომენტარები

კომენტარი