არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

აჭარაში საერთაშორისო ექსპედიცია დასრულდა, აღმოჩენილია I საუკუნის სხვადასხვა არქეოლოგიური მასალა

აჭარაში პოლონურ-ქართული 2017 წლის საერთაშორისო ექსპედიცია დასრულდა. კვლევითი სამუშაოები გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ოსმალური და რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები, I საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული შენობის მოზაიკიანი იატაკი და ამ შენობაში შესასვლელი კიბის საფეხურები.ამასთან ერთად, გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ოსმალური, ბიზანტიური და რომაული პერიოდის სხვადასხვა სახის არქეოლოგიური მასალები: დოქები, ჯამები, ქოთნები, ამფორები, მინის ჭურჭლის ნატეხები, მონეტები, ბირთვები, მინის ბეჭდები, ბრინჯაოს ქანდაკების ფრაგმენტები და სხვა.

კომენტარები

კომენტარი