საშემსრულებლო ხელოვნება

მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილედ დაინიშნა.

ის დღეიდან უკვე შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას.

ზურა ხაჩიძე ტურიზმის, კულტურის და საგანმანათლებლო მიმართულებებას უხელმძღანელებს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ზურა ხაჩიძე და მისი ოჯახის წევრები, მმრთველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ღიად გამოხატავდნენ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხაჩიძე პატრიოტთა ალიანსიდან ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

კომენტარები

კომენტარი