საშემსრულებლო ხელოვნება

არეტა ფრანკლინის, ელტონ ჯონის, ნირვანას, ემინემის, რეი ჩარლზის და სხვების 500,000-მდე დამწვარი ჩანაწერი

“დღე, როცა მუსიკა დაიცვა” , – ამ სათაურით აქვეყნების ცნობილი ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიას, რომელიც 11 წლის წინ მომხდარ ინციდენტს შეეხება.

გამოცემის ინფორმაციით, ელტონ ჯონის, ლუი არმსტრონგის, არეტა ფრანკლინის ნირვანას, ემინემის და სხვა ათასობით მომღერლის ჩანაწერები 2008 წლის ხანძარმა გაანადგურა.

ჩანაწერები Universal Studios Hollywood-ის საწყობში ინახებოდა, როდესაც ის ცეცხლა მთლიანად მოიცვა.

ანგარიშის თანახმად, ხანძარმა 500 000-მდე სიმღერის ჩანაწერი გაანადგურა. მათ შორის არის რეი ჩარლზის, ერიკ კლეპტონის, ჯონი მიჩელის, სნუპ დოგის, მერი ჯეი ბლაიჯის, Guns N’ Roses, REM და სხვა ცნობილი შემსრულებლების სიმღერების ორიგინალი ვერსიები და სტუდიური ჩანაწერები, რომლებითაც ნებისმიერი ფორმატის ასლის შექმნა შეიძლებოდა.

New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა Universal Music Group. კომპანიამ აღიარა, რომ ხანძარი „უაღრესად სამწუხარო ფაქტი“ იყო, თუმცა ამ შემთხვევას „მუსიკალური ჩანაწერების კომერციულ გაშვებაზე უარყოფითად არ უმოქმედია და არც შემსრულებლები დაუზარალებია“.

კომენტარები

კომენტარი