კინო

ქართული დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება” პერუში დააჯილდოვეს

მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება” პერუში დააჯილდოვეს. მან საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო აიღო კინოფესტივალზე Festival de cine Al Este.

“სანამ მამა დაბრუნდება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ, შეფილდის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით კი ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენეს. ფილმის ჩვენებები გაიმართა პრაღასა და კოპენჰაგენში.

“სანამ მამა დაბრუნდება” ორი მოზარდი გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს. მოვლენები კი პანკისის ხეობაში ვითარდება.

კომენტარები

კომენტარი