საშემსრულებლო ხელოვნება

მოუსმინე: ირაკლი ჩარკვიანის უცნობი კომპოზიცია “Rose Anthem” გამოქვეყნდა

ქართველი მუსიკოსის ირაკლი ჩარკვიანის აქამდე უცნობი კომპოზიცია Rose Anthem” გამოქვეყნდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი და აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე წერს.

“2004 წელს დაწერილი პატარა ბალეტი – ირაკლი ჩარკვიანი, ქეთათო და თქვენი მონა მორჩილი არიან ტექსტის და მუსიკის ავტორები.

“როზანთემი” მაშინ თავისებური ექსპერიმენტი იყო – სექსპერიმენტული ექსპერიმენტი. ახლა უკვე 15 წელი გავიდა და ამ ვეშმა თავისი ქალიშვილობა უნდა დაკარგოს, რომელსაც 15 წელი სათუთად ვუნახავდით.

ირაკლი ჩარკვიანის გენიალური ხედვა ჩანს აქ მსოფლიოში რომანტიული სოციალისტური სიზმრების დამთავრების შემდეგ პარაბელუმის ლულის ქვეშ”,- წერს კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი