საშემსრულებლო ხელოვნება

ბრუკლინში ქუჩას The Notorious B.I.G-ის სახელი დაარქვეს

ბრუკლინში მდებარე ფულტონისა და სენთ ჯეიმსის ქუჩების თანაკვეთას ამერიკელი არტისტის, კრისტოფერ უოლასის, იგივე The Notorious B.I.G.-ის პატივსაცემად უოლას ვეი დაარქვეს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მუსიკოსი სწორედ ბრუკლინში გაიზარდა.

ცერემონიას მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ქალაქის მერიის წარმომადგენელი ლოური ქამბო, რეპერები Lil’ Kim, Lil Cease და სხვები დაესწრნენ.

“ეს ქუჩა სიყვარულის ქუჩა იქნება” – განაცხადა არტისტის დედამ, ვიოლეტა ველესმა.

ცერემონიალის შესახებ კომენტარი ახლახან არჩეულმა სახალხო დამცველმა, იუმან უილიამსმაც გააკეთა.

“ჩვენ ამ დღეს ვულოცავთ Biggie-ს, ვულოცავთ ჰიპ-ჰოპს, ვულოცავთ საკუთარ თავებს”

The Notorious B.I.G-ი ყველა დროის გამორჩეული ჰიპ-ჰოპ არტისტი და ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მან მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში Bad Boy Records-ში დაიწყო.  რეპერი 24 წლის იყო როდესაც ლოს-ანჯელესში, 1997 წლის 9 მარტს ესროლეს და მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი