შემოქმედებითი ინდუსტრიები

ეგვიპტე ლონდონიდან ტუტანხამონის თავის ქანდაკების დაბრუნებას ითხოვს

ეგვიპტე ცდილობს შეაჩეროს კრისტის აუქციონზე ტუტანხამონის თავის ქანდაკების გაყიდვა.

ვარაუდობენ, რომ ყავისფერი კვარციტის ქანდაკება, რომელიც ტუტანხამონს, როგორც ღმერთ ამონს გამოსახავს, აუქციონზე თითქმის 4.5 მილიონ ევროდ გაიყიდება.

ეგვიპტის უძველესი ძეგლების დაცვის სამინისტრო ეჭვს გამოთქვამს, რომ ქანდაკება შესაძლოა მოპარული იყოს, რის გამოც გაყიდვის შესაჩერებლად აუქციონის ადმინისტრაციასა და იუნესკოს მიმართავს. სამინისტრო ქანდაკების ოფიციალურ დოკუმენტებს და წარმომავლობის მტკიცებულებას ითხოვს.

ბრიტანეთის მუზეუმის დელეგაცია ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ქანდაკების ბედის გადასაწყვეტად აღდგომის კუნძულზე მიემგზავრება.

ეგვიპტეში აცხადებენ, რომ ხელოვნების ნიმუშს იცავს უძველესი ძეგლების დაცვის შესახებ კანონი, რომლის შესაბამისადაც სამინისტრო მოითხოვს, გაეცნოს არტეფაქტის საკუთრების შესახებ არსებულ დოკუმენტაციას. 

კრისტის აუქციონის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ქანდაკება 1985 წელს მიუნხენში მოღვაწე ხელოვნებით მოვაჭრე ჰაინც ჰერცერისგან არის შეძენილი. იქამდე კი ჯოსეფ მესინას და პრინც ვილჰელმ ვონ ტურნ უნდ ტაქსისის მფლობელობაში იყო.

“ჩვენ გასაყიდად ვერ წარვადგენთ ნივთს, რომლის წარმომავლობასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს. კრისტის აუქციონი მკაცრად იცავს საერთაშორისო შეთანხმებებსა და წესებს კულტურული ფასეულობების და მემკვიდრეობის მიმართ” – ვკითხულობთ აუქციონის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი