ლიტერატურა

პრემია “ლიტერას” მოკლე სია ცნობილია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია. კონფიდენციალურმა ჟიურიმ 6 ნომინაციაში დაასახელა ფინალისტები. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

გამარჯვებულები  25 ივნისს, 18:00 მწერალთა სახლში გამოვლინდებიან.

წლევანდელი ფინალისტები არიან:

რომანი

შორენა ლებანიძე, „პენელოპე-მგზავრი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“

ზურაბ ქარუმიძე, „UNTERGANG – მოგზაურობა ევროპაში“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“/ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ბექა ადამაშვილი, „ამ რომანში ყველა კვდება“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

პროზაული კრებული

გოგი ოჩიაური, „ხევსურული მოთხრობები“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

დათო გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

 პოეტური კრებული

მარიამ წიკლაური, „ქუჩის გადაჭრა / გამომცემლობა „ინტელექტი“

გივი ალხაზიშვილი, „ვრცელი წუთი“ / ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა & ლიტერატურული სააგენტო

ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

მანანა კობაიძე, „ახალი აგვისტო“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

დოკუმენტური პროზა

მედეა ზაალიშვილი, „ცაში გამოკიდებული სახლი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“

დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ / გამომცემლობა „ინდიგო“

გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „SHEROES” / გამომცემლობა “წიგნები ბათუმში“

დებიუტი

ნიკა ლაშხია, „დონორი“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

ლელა კოტორაშვილი, „მოსიარულე გაკვეთილები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

ლევან ინაური, „ჩვენ მოვიპარეთ გერმანია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

იაგო თვალაბეიშვილი, „ტრანსმუტაცია“ / გამომცემლობა პალიტრა L

ვახტანგ ვახტანგაძე, „ალაჰი ჩემი მეგობარია“ / გამომცემლობა პალიტრა L

თემურ ბაბლუანი, „მზე, მთავარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

წიგნის დიზაინი 

თეონა ჭანიშვილი – „14 აპრილი, 1978“, ანა ბაქანიძე / გამომცემლობა „არტანუჯი“

თეონა ჭანიშვილი – „ ჯაზის ცხოვრება“, ზურაბ ქარუმიძე  / გამომცემლობა „ინტელექტი“

თორნიკე ლორთქიფანიძე – „100 წელი – 100 ფოტო“ / გამომცემლობა „ინდიგო“

ვიოლა ტუღუში – „მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“, ემა ვიგოდსკაია  / გამომცემლობა „არტანუჯი“

სოფია ანთაძე – „ამ რომანში ყველა კვდება“ , ბექა ადამაშვილი / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წლიდან არსებობს. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი