საშემსრულებლო ხელოვნება

ნახეთ: კოლუმბიაში ფესტივალზე ერეკლე დეისაძის “რაც მამას უნდა” დაუკრეს

კოლუმბიაში, სანტიაგო-დე-კალიში გამართულ Vortex Festival-ზე კოლუმბიელმა არტისტმა Raedon-მა ერეკლე დეისაძის კომპოზიციის “რაც მამას უნდა” რემიქსი დაუკრა.

“ფესტივალი გასაოცარი იყო, მადლობა სითბოსთვის და მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება ჩანაწერს, ეს ერთადერთია, რაც მე არ მეკუთვნის. მე ერეკლე დეისაძის “რაც მამას უნდა” გავარემიქსე” – დაურთო აღწერაში Raedon-მა.

მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ შემოქმედებითი კარიერა პროექტით “ეკო და პარალელური  თაობა” დაიწყო. იგი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი პროექტ Eko & Vinda Folio-თი გახდა, რომლის სინგლიცაა “რაც მამას უნდა”.

სიმღერის პროდიუსერები გიორგი ასანაშვილი და ბაჩი ტომაძე არიან, რეჟისორი საბა შენგელიაა, ვიზუალური ეფექტები და თორნიკე ხომასურიძეს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი