კინო

ტარანტინომ თავისი საყვარელი Marvel-ის ფილმი დაასახელა

ჟურნალ Empire-სთან საუბარში, რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ აღნიშნა, რომ აპირებს უყუროს “შურისმაძიებლების” ფინალს, ასმისთვის კი Marvel-ის წინა ფილმების ყურება გადაწყვიტა.

“ბოლო ოთხის წლის განმავლობაში, Marvel-ის ფილმებს საკმარისად ვერ ვადევნებდი თვალყურს. უკანასკნელად, კინოთეატრებში “ქალი საოცრება” და “შავი პანტერა” ვნახე. რამდენიმე კვირაა Marvel-ის ფილმების ყურება აქტიურად დავიწყე, ვუყურებ ყველა ფილმს, რომელიც “შურისმაძიებლების” ფინალამდე გამოვიდა. ახლახან ვუყურე მის პირველი ნაწილს. მომდევნო “დოქტორი სთრეინჯი” იქნება.

რეჟისორის თქმით, კინოსტუდიის უკანასკნელი ფილმებიდან მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ფილმმა “თორი: რაგნაროკი” მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ “თორი: რაგნაროკი” — Marvel Comics-ის პერსონაჟის, თორის შესახებ 2017 წელს გადაღებული ამერიკული სუპერგმირული ფილმია. ფილმში თორი პლანეტა საკაარზეა დატყვევებული და უნდა დაიხსნას თავი, რათა გადაარჩინოს მშობლიური ასგარდი ჰელასა და რაგნაროკისგან.

კომენტარები

კომენტარი