კინო

ნახეთ: “კარგი ბიჭების” ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა

უკრაინელი წარმოშობის რეჟისორის, ჟენ სტუპნიცკის ფილმის „კარგი ბიჭები“ ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა.

ტრეილერიდან ვიგებთ, რომ ფილმში მსახიობ ჯეიკობ ტრემბლეს, ლილ რელ გოვერს, მოლი გორდონსა და უილ ფორტს ვხვდებით.

სიუჟეტის თანახმად, სამი მოზარდი პირველ საღამოს მართავს. ამ ღონისძიების მომზადების პროცესში ისინი ქუჩაში დაეხეტებიან და თავგადასავლებს ეძებენ. 

შეგახსენებთ, რომ ფილმ „ცუდი ბიჭების“ მესამე ნაწილის გადაღება 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2019 წლის აპრილში დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი