შემოქმედებითი ინდუსტრიები

Expo Georgia-ში ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების გამოფენა გაიმართება

თბილისში, 13-15 ივნისს საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა, წარმოდგენილი იქნება ინგრედიენტები და დანამატები, შეფუთვა და შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა და მინის ნაწარმი, აქსესუარები და სერვისები.

“WinExpo Georgia 2019 არის შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს დააგემოვნოს საუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებს, გაეცნოს ინოვაციებსა და მრეწველობის განვითარების ტენდენციებს” – ნათქვამია გამოფენის ორგანიზატორთა ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში, 11-12 ივნისს, ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსიც ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი