კინო

ანიმაციური პროექტი “სიყვარული, სიკვდილი და რობოტები” მეორე სეზონით ბრუნდება

სტრიმინგ სერვისმა Netflix-მა ანიმაციური სერიალის “სიყვარული, სიკვდილი და რობოტები” მეორე სეზონის გადაღება დააანოსნა. ცნობილია, რომ ჯენიფერ იუ ნელსონი პროექტის მთავარი რეჟისორი და მულტიპლიკატორი იქნება. ის გააკონტროლებს, აგრეთვე, ახალი ეპიზოდების შექმნის პროცესს.

“სიყვარული, სიკვდილი და რობოტები” დევიდ ფინჩერისა და ტიმ მილერის პროექტია, რომელიც 18 მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ეპიზოდისგან შედგება. სერიებს სხვადასხვა ავტორი ჰყავთ და, შესაბამისად, ყველა მათგანი სხვადასხვა სტილშია გადაღებული, თუმცა მთელ პროექტს ერთი რამ აერთიანებს და ეს ფანტასტიკის ჟანრია.

კომენტარები

კომენტარი