კინო საშემსრულებლო ხელოვნება

სოფი ტერნერს მეისი უილიამსთან მეგობრობაზე ფილმის გადაღება სურს

“სამეფო კარის თამაშების” მსახიობები, სანსა და არია სტარკების როლის შემსრულებლები – სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი ჰოლივუდის საუკეთესო მეგობრების წყვილებს შორის არიან. სანსა სტარკის როლის შემსრულებელი, სოფი ტერნერი გამოტყდა, რომ თავის კოლეგასთან, მეისი უილიამსთან მეგობრობაზე ფილმის გადაღება სურს.

Vogue-სთან ინტევრიუში სოფი ტერნერმა კარიერულ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალში სცენარისტობასა და რეჟისორობაზე ფიქრობს, პირველი პროექტი კი იქნება ფილმი, რომელიც მისი და მეისი უილიამსის მეგობრობას მიეძვნება. “მეისი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ძალიან ძლიერი მეგობრობა გვაკავშირებს, ისეთი, როგორიც აქამდე არც ერთ ადამიანთან არ მიგვრძნია. ორივემ გადავწყვიტეთ, რომ გვინდა ორი მონათესავე სულის შესახებ ფილმის გადაღება” – აღნიშნა მსახიობმა.

პროექტის განხორცილებამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა მსახიობმა აღნიშნა, რომ ამისთვის უკვე ემზადება: “დამწყები სცენარისტებისთვის სახელმძღვანელო შევიძინე. მინდა დამოუკიდებლად ვისწავლო. სცენარის წერა არ მეხერხება და ძალიან მინდა სწავლა, მაგრამ საკმარისად ნიჭიერი არ ვარ” – გამოტყდა მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი ერთმანეთს “სამეფო კარის თამაშების” გადაღებებზე, თითქმის 10 წლის წინ შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი გმირები სერიალში მუდმივად კამათობდნენ და ჩხუბობდნენ, რეალურ ცხოვრებაში მალევე დამეგობრდნენ და გადასაღები მოედნის მიღმა ერთმანეთთან დიდ დროს ატარებდნენ.

კომენტარები

კომენტარი