საშემსრულებლო ხელოვნება

“გეტოს ბიჭების” წევრი ჰიპ-ჰოპ არტისტი BUSHWICK BILL-ი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

გამოცემა TMZ იტყობინება, რომ ჰიპ-ჰოპ ჯგუფის Geto Boys-ის წევრი, რიჩარდ სტივენ შოუ, ფსევდონიმით Bushwick Bill, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც მან გასულ თვეში გავრცელებული ვიდეოთი შეგვატყობინა, მას მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს. შესაბამისად, რეპერი პანკრეასის სიმსივნემ იმსხვერპლა.

რეპერი 1966 წლის 8 დეკემბერს, იამაიკაში, კინგსტონში დაიბადა, მოგვიანებით კი ბრუკლინში გადასახლდა, სადაც 80-იან წლებში “გეტოს ბიჭები” გაიცნო და შეუერთდა.

1986 წელს ბილი ჯერ გაერთიანების მოცეკვავე იყო, შემდეგ კი კოლექტივის სხვა წევრებთან ერთად რეჩიტატივს კითხულობდა. “გეტოელი ბიჭების” დისკოგრაფია 7 ალბომსა და 3 კომპილაციურ ჩანაწერს აერთიანებს. ისინი ერთ-ერთი პირველი სამხრეთელი რეპერები იყვნენ, რომლებმაც იატაკქვეშეთიდან ჟანრის მეინსტრიმში გადაინაცვლეს და საკუთარი შემოქმედება, გეტოების მცირე აუდიტორიის ნაცვლად, ფართო საზოგადოებას გააცნეს. 

კომენტარები

კომენტარი