საშემსრულებლო ხელოვნება

კიანუ რივზი თამაშში “Cyberpunk 2077” გამოჩნდა

თამაშების კონფერენციაზე E3-2019 კიანუ რივზმა თამაშის “Cyberpunk 2077” ტრეილერი წარაგდინა. მსახიობი პროექტში ერთ-ერთი პერსონაჟის, ჯონი სილვერჰენდის სახით გამოჩნდა, რომელიც არის გიტარისტი ვერცხლის კიბერნეტიკული ხელით და მთავარ გმირს გადარჩენაში ეხმარება.

“Cyberpunk 2077”-ი გახლავთ კომპანია CD Projekt RED-ის ახალი თამაში, რომლის მოქმედებაც ფუტურისტულ ქალაქ ნაით-სითიში ვითარდება. თამაში შექმნილია კიბერპანკის ჟანრის ყველა წესის გათვალისწინებით: ფანტასტიკური მანქანებისა და ნეონის განათების ქვეშ მოქცეული ქუჩების ჩათვლით.

“Cyberpunk 2077”-ში მოთამაშეს ბანდიტის როლი აქვს. მოთამაშეს მოქმედებისთვის 6 უდიდეს რაიონი და თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშში დღისა და ღამის ცვალებადობა რეალისტურია.

შეგახსენებთ, რომ “Cyberpunk 2077”-ის რელიზი 2020 წლის 16 აპრილს გამოვა.

კომენტარები

კომენტარი