ლიტერატურა

ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა.

ინსტიტუტში 2002 წლიდან ფუნქციონირებს კავკასიოლოგიის კათედრა, რომელსაც ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა აქვს.

ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურიმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორმა იოსტ გიპერტმა და პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.

კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის, მანანა თანდაშვილის ინიციატივით ორი წლის წინ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება დაიწყო.

დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია. სამინისტროს თქმით, ამჟამად კათედრაზე ვეხისტყაოსნის თარგმანების პარალელური კორპუსის იქმნება.

კომენტარები

კომენტარი