საშემსრულებლო ხელოვნება სტილი, დიზაინი

კეტი პერიმ ქართველი დიზაინერის, ლელა ელოშვილის საყურეები მოირგო [ვიდეო]

როგორც მოგეხსენებათ, უამრავი ქართველი დიზაინერია, რომელთა პროდუქციაც მსოფლიოს ვარსკვლავებს შორის ძალიან პოპულარულია. მაგალითად, გიორგი ქებურია, დემნა გვასალია, დავიდ კომა, ბესარიონ რაზმაძე და სხვები.

ზემოთ ჩამოთვლილი დიზაინერების ბრენდებს კიდევ ერთი ცნობილი ბრენდი Eloshi მიემატა, რადგან სწორედ Elosh-ის საყურეები ეკეთა ცნობილ ამერიკელ მომღერალს, კეტი პერის.

34 წლის ვარსკვლავმა Elosh-ის პროდუქცია 1 ივნისს კალიფორნიაში გამართული პერფორმანსის შემდეგ მოირგო.

შეგახსენებთ, რომ Elosh-ი თანამედროვე ქართველი დიზაინერის, ლელა ელოშვილის 2013 წელს დაფუძნებული ბრენდია.

ლელა ელოშვილს მოდის სამყარო 2000-იანი წლების დასაწყისიდან იცნობს. მას ხშირად შევხვდებით მერსედეს ბენც-ის მოდის კვირეულზე თბილისში.

კეტი პერი კალიფორნიელი მომღერალი და მსახიობია. ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა ვარსკვლავმა ქართველი დიზაინერის აქსესუარი არჩია. გასულ წელს იგი მსმენელის წინაშე ლაკო ბუკიას საყურეებითაც წარდგა.

კომენტარები

კომენტარი