ვიზუალური ხელოვნება

როგორ გამოიყურება საბჭოთა დროინდელი საკონტროლო ოთახები?

HBO-ს ცნობილი მინისერიალის “ჩერნობილი” ეკრანებზე გამოჩენამ, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ესთეტიკა კვლავ აქტუალური გახადა.

სერიალის მოყვარულებს უყურადღებოდ არ დარჩებოდათ სერიალის ერთ-ერთი ცენტრალური და დიდი მნიშვნელობის ლოკაცია – საკონტროლო ოთახი.

ორგანიზებული ქაოსი თუ რამეს ჰქვია, ალბათ, სწორედ ისაა, რაც საკონტროლო ოთახებში ხდება. ასობით ღილაკი, მოციმცინე ნათურები, ათასგვარი ჟღერადობა და სხვა სპეფიციკური ელემენტები, მრავალფეროვნების მიუხედავად, ერთ დიდ ვინტაჟურ საბჭოთა საკონტროლო ოთახების ესთეტიკას ქმნიან.


კომენტარები

კომენტარი